უცხოეთი
სტამბულში თავს დაესხნენ აშშ-ის საკონსულოს

1stambul-zar-3საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. სტამბულში, სარიერის რაიონში ორმა უცნობმა პირმა ცეცხლის გაუხსნა ამერიკის საკონსულოს.
ბოლო მონაცემებით, თავდასხმაში ქალი და მამაკაცი მონაწილეობდნენ - მათ ცეცხლის გაუხსნეს დიპუწყების შენობასთან მორიგე პოლიციის თანამშრომლებს.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, ხანმოკლე სროლების შემდეგ თავდამსხმელები მიიმალნენ. ამასთან, წესრიგის დამცველები არ დაზარალებულან. თავდასხმის რაიონში მედიკოსები და გამნაღმველები მუშაობენ.