საზოგადოება
დავით ბაქრაძე: „იმედის“ დახურვა იყო უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელშიც ჩვენმა ხელისუფლებამ გადაიხადა უმძიმესი ფასი”

1bakraZe-sazog-2საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძის განცხადებით,  მათმა გუნდმა, „ბოლომდე ვერ მოიშორა ის ძალიან დიდი დამღა, რასაც ერქვა მაშინდელი თავისუფალი ტელევიზიის დახურვა“.

იმედისდახურვა იყო უმძიმესი და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება. ეს იყო, ალბათ, ერთერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ.

ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა უმძიმესი შედეგები მაშინდელი ხელისუფლებისთვის ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც... თუმცა მაშინ სრულიად სხვა კონტექსტი იყო, იყო გამოსვლები და მოწოდებები ძალადობისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მაგრამ ამას ამ წუთში, მნიშვნელობა არ აქვს. ეს იყო უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელშიც ჩვენმა ხელისუფლებამ გადაიხადა უმძიმესი ფასი და ბოლომდე ვერ მოიშორა ის ძალიან დიდი დამღა, რასაც ერქვა მაშინდელი თავისუფალი ტელევიზიის დახურვა“, - განაცხადა, კერძოდ, ბაქრაძემ.

მისი თქმით, თუ რამე არ უნდა ისწავლოს დღევანდელმა ხელისუფლებამ წარსულიდან, ეს არის ტელეიმედის შემთხვევა.

ქართული ოცნების“ ბევრ წარმომადგენელთან მქონდა საუბარი. გულახდილ საუბრებში არავინ ფიქრობს და არავინ არ ადასტურებს, რომ ეს არის კერძო დავა. მათი ერთადერთი არგუმენტი გახლავთ სწორედ, ის, რომ აი, 2007 წელს თქვენ იგივე გააკეთეთ „იმედის“ წინააღმდეგ“, - აღნიშნა, კერძოდ, ბაქრაძემ.