საზოგადოება
რუსეთში ექსპორტზე გასატან ქართული ღვინით დატვირთული 3 მანქანა, რომლებიც საბაჟოზე შეაჩერეს, უკვე გაუშვეს

1vino-sazog-1საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. შპს "წინანდლის ძველი მარნის" დამფუძნებელი ელდარ მილდიანის განცხადებით, მას რუსეთიდან იმპორტიორებმა დაურეკეს, რომ ღვინით დატვირთული 3 მანქანა საბაჟოზე იყო შეჩერებული.

დაგვირეკეს ჩვენმა პარტნიორებმა და გვითხრეს, რომ ეს მანქანები შეჩერებულები იყვნენ. გუშინ შუადღის მერე ისევ დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ უკვე ღვინო ჩვეულებრივ განაბაჟეს, მანქანები გაუშვეს", - განაცხადა მილდიანმა, რომლის თქმითაც, მსგავს შეფერხებას აქამდე ადგილი არ ჰქონია და, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

"რაიმე დარღვევა რომ ყოფილიყო, არ მოერიდებოდათ და მანქანები უკან წამოვიდოდნენ. გზაშია კიდევ 2 მანქანა, დღესაც იტვირთება ახალი მანქანა და ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს", - განაცხადა მილდიანმა.