პოლიტიკა
„ვისურვოთ, რომ ომი აღარასოდეს განმეორდეს, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1gamofen-polit-3-analitსაქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერა.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა გმირ რეპორტიორებს და ჟურნალისტებს.

მთელმა მსოფლიომ ნახა ეს შემზარავი კადრები და თქვენი გმირობა დასაფასებელია. მადლობა თქვენ იმისთვის, რომ მაშინ საკუთარი სიცოცხლე გარისკეთ და ჩვენს ჯარისკაცებთან, პოლიციელებთან ერთად სწორედ ფრონტის წინა ხაზზე იყავით და დააფიქსირეთ ყველაფერი ის, რაც ხდებოდა.

ჩვენ ვართ მთავრობა, რომელიც არის პასუხისმგებელი მშვიდობაზე, მოსახლეობის სტაბილურობაზე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი კონფლიქტი, დაპირისპირება, შუღლი და ესკალაცია. კიდევ ერთხელ, მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების, პოლიციელების, მათი ოჯახების წინაშე, რომ ასეთი გმირები გაგვიზარდეს", - განაცხადა, კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა.

ფოტოგამოფენაზე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის 7 წლისთავის მიეძღვნა, 6 ფოტორეპორტიორის ფოტოები იყო წარმოდგენილი. გამოფენა ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ორგანიზებით მოეწყო.