პოლიტიკა
“საქართველოსთვის ისევ ემბარგოს დაწესება რუსეთის მხრიდან, ჩვენი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა...“ - ზურაბ აბაშიძის კომენტარი
1-snova-polit-1-analit-1საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ზურაბ აბაშიძე: ჩვენ უკვე გავაკეთეთ კომენტარი იმის თაობაზე, რომ საქართველო შარშან შეუერთდა ევროკავშირის მიერ დაწესებული 15-მდე სანქციიდან ერთ-ერთს, რომელიც დაკავშირებულია ყირიმსა და სევასტოპოლში წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან. ეს სანქცია წელს ავტომატურ რეჟიმში გაგრძელდა და 2015 წელს, სანქციებთან მიერთების თვალსაზრისით, საქართველოს რაიმე ახალი ნაბიჯი არ გადაუდგამს. როგორც ჩანს, რუსეთის მხარე, რუსეთის უწყებების ინფორმაციით, შარშანდელ გადაწყვეტილებას უკავშირებს საქართველოსთან ვაჭრობის შესაძლო შეზღუდვას, რაც ჩვენი აზრით, არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რადგან ერთ-ერთი მთავარი ხელშესახები შედეგი, რომელიც 2012 წელს დაწყებულმა ქართულ-რუსულმა ორმხრივმა დიალოგმა მოიტანა, სწორედ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან დარეგულირების დარგში.