აშშ-მა თურქეთის ტერიტორიიდან სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმები დაიწყო
საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-მა თურქეთის ტერიტორიიდან სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიადარტყმები განახორციელა, იტყობინება ოთხშაბათს ტელეკომპანია CNN ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.
ივლისში თურქეთმა შესაძლებლობა მისცა აშშ-ს თურქეთის ერთ-ერთი ავიაბაზიდან განახორციელოს დარტყმები სირიაში, დაჯგუფება „
ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე.
ასევე ორმა ქვეყანამ განიხილა „უსაფრთხოების ზონის“ შექმნის შესაძლებლობის საკითხი სირიის ჩრდილოეთით, სირიის შეიარაღებული ოპოზიციისათვის, რომელსაც როგორც სირიის სამთავრობო არმია, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები და დაჯგუფება „ჯაბხატ ან-ნურსა“ ავიწროებენ.