უცხოეთი
"როსპოტრებნადზორი": "ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს"

1-rospotr-zar-1-anსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის სანიტარული უწყების განცხადებით, ქართველი მეღვინეები სისტემატურად არღვევენ ტექნოლოგიებს, ქვეყნის მაკონტროლებელი ორგანოები კი, არასაკმარისად აკონტროლებენ გამოშვებულ პროდუქციას. ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

"ხარისხის ანალიზი და მოწოდებული პროდუქციის უსაფრთხოება ადასტურებს წარმოების ტექნოლოგიის სისტემატიურ დარღვევებსა და არასაკმარის კონტროლს პროდუქციაზე, როგორც მწარმოებლის, ისე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელი ორგანოების მიერ. რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან შემოსულ ალკოჰოლურ სასმელებზე მონიტორინგი კვლავ გრძელდება", - განაცხადეს "როსპოტრებნადზორში" .

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ მთლიანობაში 6,7 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი "ძველი კახეთი", "კოლხიდა", "საფერავი"), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. „როსპოტრებნადზორში" აღნიშნეს, რომ იმ პროდუქციის პარტიები, რომლებიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.