პოლიტიკა
„ჩვენ გვხიბლავს თქვენი ხელმძღვანელობა და ხედვა...“ - საქართველოს პრემიერ-ინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას დაბადების დღეს მიულოცა

1-privlek-POLIT-1-MTAVARსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა აშშ-ის პრეზიდენტს ხანგრძლივი და ურყევი დახმარებისთვის, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკური მისწრაფებების მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მივესალმებით იმ თანადგომას, რომელიც საქართველოს გაუწია თქვენმა ადმინისტრაციამ, რაც შეერთებული შტატების მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე მეტყველებს და ძლიერი იმპულსია ჩვენს სამშობლოში მდგრადი და კონსოლიდირებული დემოკრატიის მშენებლობის პროცესში. ჩვენ გვხიბლავს  თქვენი  ხელმძღვანელობა და ხედვა, რაც მეტად აქტუალურია დემოკრატიის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გლობალური მისწრაფებების მართვაში. ბატონო პრეზიდენტო, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი დიდი პატივისცემა და გისურვოთ სიმტკიცე და წარმატება თქვენს მნიშვნელოვან საქმიანობაში“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.

1-privlek-POLIT-1-QVEM