უცხოეთი
საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლაი აზაროვი განცხადებით, „უკრაინის ხსნის კომიტეტი“ შეიქმნა. აზაროვმა მოსკოვში ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ ახალი კომიტეტის მიზანი ქვეყანაში წესრიგის აღდგენაა. აზაროვი 3 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი განცხადებით გამოვიდა: „ჩვენი მთავარი ამოცანა რეჟიმის ტოტალური შეცვლაა, მისი განახლება. რა არის სრული განახლების მექანიზმი? ასეთი ერთია - საპრეზიდენტო და ხელისუფლების ყველა სხვა ორგანოს ვადამდელი არჩევნები და ახალი კონსტიტუციის მიღება“.
67 წლის აზაროვი უკრაინის პრემიერ-მინისტრი იყო 2010-2014 წლებში, იანუკოვიჩის მმართველობის პირობებში. მასზეც და იანუკოვიჩზეც უკრაინის ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული.
„უკრაინის ხსნის კომიტეტის“ შექმნის შესახებ ცნობის გავრცელებიდან მოკლე ხანში კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობას ამ ინიციატივასთან კავშირი არ აქვს“.