უცხოეთი
„რეფორმატორთა ქართულ დესანტს“, უკრაინისა და საქართველოს კანონდარღვევით, ორ-ორი მოქალაქეობა აქვს, ხოლო უკრაინის პროკურატურის ხელმძღვანელის მოადგილე საყვარელიძისა და ოდესის ოლქის გუბერნატორი სააკაშვილის პირად საქმეებში - სიყალბეა!

1-boiko-zar-1-anსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა, უკრაინის გენპროკურატურის ხელმძღვანელის მოადგილე დავით საყვარელიძემ, ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძემ და შსს-ს ხელმძღვანელის პირველმა მოადგილე ეკა ზღულაძემ, მაღალ თანამდებობეზე დანიშვნის წინ, უარი განაცხადეს, საქართველოს საელჩოსთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია უკრაინის მოქალაქეობის მიღების შესახებ და არ ჩააბარეს ქართული პასპორტები! - წერს უკრაინის გენპროკურატურასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს ექსხელმძღვანელი, ჟურნალისტი ვლადიმერ ბოიკო.

უფრო მეტიც, სააკაშვილმა და საყვარელიძემ უარი თქვეს საკუთარი ხელით დაეწერათ „ხელისუფლების გაწმენის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული განცხადება ლუსტრაციული შემოწმების გავლასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემაზე. ამასთან, საყვარელიძემ არ შეავსო და არც ხელი მოაწერა დეკლარაციას 2014 წელს არსებული შემოსავლების შესახებ, რაც, კანონის დარღვევით, მის ნაცვლად, პროკურატურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გააკეთა.

ფორმალობის დასაცავად, დეკლარაციის შესახებ განცხადების ნაცვლად, ამ საერთაშორისო აფერისტების (სააკაშვილი და საყვარელიძე - რედ.) პირად საქმეებში ჩაიდო ყალბი დოკუმენტები ყალბი ხელმოწერებით!“, - წერს ბოიკო და განმარტავს, რომ ორმაგი მოქალაქეობა სახელმწიფო მოხელეებისათვის კატეგორიულად იკრძალება უკრაინის კანონმდებლობით.