საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალურად დაუცველთა საკითხებთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებებს პასუხობს და "ნაციონალურ მოძრაობას" წინასაარჩევნო ტრიუკში ადანაშაულებს.
დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველთათვის ახალი კრიტერიუმები შეიმუშავა, რის საფუძველზეც ისინი გაორმაგებულ თანხებს მიიღებენ.
„ჩვენმა ხელისუფლებამ ახალი შეფასებითი კრიტერიუმი შეიმუშავა, თუმცა, რეფორმას ხარვეზებიც სდევს თან, მაგალითად მარტოხელა პენსიონერები დარჩნენ სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღმა და შემწეობა ვერ მიიღეს.
ეს ხარვეზი დროულად იქნა აღმოფხვრილი, მათ სტატუსი დაუბრუნდებათ და შემწეობაც აღუდგებათ, ასევე, მიიღებენ იმ თვეების შემწეობასაც, რაც მათ გაუცდათ. ჩვენ, ასევე, სოციალურად დაუცველთა შემწეობის თანხები გავაორმაგეთ, შესაბამისად, ოჯახის პირველი წევრი ნაცვლად 30 ლარისა 60 ლარს მიიღებს, ხოლო ყოველი შემდეგი წევრი 24 ლარის ნაცვლად - 48 ლარს. ახალი კრიტერიუმების თანახმად, შემწეობის გაცემა გრადაციული პრინციპით ხდება, ანუ ვინც ყველაზე მეტად საჭიროებენ, ისინი მეტ დახმაერბას მიიღებენ, ვინც ნაკლებად - ნაკლებს. მანამდე ამ სტატუსის მინიჭება 57 ათას ქულამდე ხდებოდა ახლა ეს გაიზარდა 65 ათას ქულამდე. 65 ათასი ქულის ზემოთ 100 ათასამდე არის ბავშვის შემწეობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვი, სოციალურ შემწეობასთან ერთად, დამატებით 10 ლარს მიიღებს“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალები“ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და მოუწოდა მათ, რომ სოციალურად დაუცველების პოლიტიკური თამაშებისთვის გამოყენება არასწორია.
„ჭიაბერაშვილის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალურად დაუცველებისთვის ნაკლები თანხები გაიცემა, ვიდრე მანამდე გაიცემოდა და შემწეობის ზრდა მოხდა იმის გამო, რომ ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა, არასწორია. 2012 წლის მარტის თვისთვის 11 მილიონი იყო გაცემული და ახლა იგივე რაოდენობის ბენეფიციარები 20.5 მილიონის ოდენობის თანხას 2011 წლის ოქტომბრის და 2015 წლის ივნისის თვის ბენეფიციართა რაოდენობის მაჩვენებელს შორის თანხვედრაა. იღებენ, ანუ თანხა ბენეფიციართა რაოდენობის შემცირების ხარჯზე არ გაზრდილა. ჭიაბერაშვილის განცხადებები საფუძველს მოკლებულია და მოვუწოდებ მას, ასევე, „ნაციონალურ მოძრაობას“, სოციალურად დაუცველების პოლიტიკური თამაშებისთვის გამოყენება არ არის სწორი“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.