საზოგადოება
„დავით ნარმანიას და ქართულ ოცნებას პრიორიტეტები აქვს მუდმივად არეული“ - ირაკლი აბესაძე

1-abes-sazog-3საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის განხილვა იწყება, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს და ამბობს, რომ ბიუჯეტში პრიორიტეტები არასწორადაა გადანაწილებული. თბილისის ბიუჯეტი 46 მილიონით იზრდება, სადაც მნიშვნელოვანი თანხები გათვალისწინებულია 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, თუმცა პროექტში არაფერია ნათქვამი დაუზღვეველი ავტომფლობელების თაობაზე:

„ფაქტია, რომ დავით ნარმანიას და ქართულ ოცნებას პრიორიტეტები აქვს მუდმივად არეული. თითქმის მილიარდიანი ბიუჯეტი, 18 მილიონი სესხად აღებული და ამ პირობებშიც კი არანაირი პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფდა იმ სოციალური მდგომარეობის შემსუბუქებას მძიმე სოციალურ ყოფაში მყოფი ოჯახებისთვის, არ არის გათვალისწინებული. უფრო მეტიც, არსებული პროგრამებიც, როგორიც კომუნალური ვაუჩერი იყო, მნიშვნელოვნად მცირდება და ფაქტიურად უქმდება თბილისელების აბსოლუტური უმრავლესობისთვის", - აცხადებს საკრებულოს ფრაქვია "ნაციონალური მოძრაობა თბილისის" თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე.