საზოგადოება
ზაზა ვეკუა: „დედაქალაქის ბიუჯეტის ასეთი სიხშირით კორექტირება არსად არ ხდება და 28 მილიონიდან რომ 94 მილიონამდე გაიზრდება დაფინანსება, იგივე ოლიმპიური ფესტივალის, ე.ი პრობლემურია“

1-zaza-sazog-2საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. თბილისის ბიუჯეტი, ოლიმპიადა, მერიის მოთხოვნილი დამატებით 5 მილიონი და სოციალურად დაუცველები - ეს საკითხები საკრებულოს ოპოზიციაში კითხვებს იწვევს. "პირველ რადიოსთან" ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ზაზა ვეკუა საუბრობს.

„ეს უკვე ჩარიცხული თანხაა, რომელიც აქვს მიღებული პროპაგანდისა და რეკლამირებისათვის. და ჩვენი კითხვები სწორედ ამასთან დაკავშირებით არიას, გამოქვეყნდა კიდეც ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემები, რომ მატება ტურისტების მაისში იყო 14,7%. ივნისში და ივლისში 9 და რაღაცა. ანუ, ისედაც ხომ ივლისში გაცილებით მეტია ტურისტები და უმრავლესობა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან შემოსულები შეადგენენ, მაგრამ ეს თანხა, რომელიც წაიღეს არ ჩანს, რომ ამ რეკლამირებამ, პროპაგანდამ იმუშავა, იმიტომ, რომ გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მაისში და იგივეა რაც ივნისში. რაში დახარჯეს ეს ფული, გარდა ამისა არ მიიღეს სოციალურად დაუცველებთან დაკავშირებით... ასევე ამ დაზარალებულებთან დაკავშირებით. ის პირველი ეტაპი რაც არის, ვინც მთლიანად დაკარგა ბინები, საცხოვრისები გასაგებია, მაგრამ უნდა გამოვლენილიყო ის ოჯახები, რომლებსაც უნდა მიეღოთ დასკვნები, რომ შეიძლება თუ არა ცხოვრება, საცხოვრისად ვარგისია თუ არა. ზოგადად რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, თვეში ერთხელ ბიუჯეტის კორექტირება ხდება. 28 მილიონიდან რომ 94 მილიონამდე გაიზრდება დაფინანსება, იგივე ოლიმპიურო ფესტივალის, ე.ი პრობლემურია, ე.ი ვინც გეგმავდა, წარმოდგენა არ ჰქონდა. 28 რატომ მოიტანა და არა 26 ან 29? ანუ 28-დან თუ 94 შეიძლება ავიდეთ, ე.ი აღმოჩნდა, რომ დაწერილი იყო რაღაც ციფრი და ისე იყო მოტანილი და იყო აბსურდული გაანგარიშება", - განცხადა, კერძოდ, ზაზა ვეკუამ.