საზოგადოება
„სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხარდასაჭერად 19 მილიონი ლარია აკუმულირებული. პროცესი მიმდინარეობს სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვით" - დავით ნარმანია

1-narma-sazog-1საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. დედაქალაქის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

19 მილიონ ლარამდე არის აკუმულირებული იმ მოსახლეობის მხარდასაჭერად და მათთვის ბინების შესაძენად, რომლებიც სტიქიის შედეგად დაზარალდნენ. შესაბამისად ეს პროცესი მიმდინარეობს სოციალური სამართლიანობის პრინციპების დაცვით. მათი გარკვეული ნაწილი უკვე არის დაკმაყოფილებული“, - განაცხადა, კერძოდ, ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ ბიიჯეტში საკმარისი თანხაა სტიქიის შედეგად დაზარალებული დაუზღვეველი ავტომფლობელებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით, მერია ფეხს ითრევს და სალაპარაკოს ხდის ამ საკითხს“.

მერიის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს საკრებულოს ფრაქცია "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" წევრი თამარ ცინცაბაძე, რომელსაც კითხვები აქვს ოლიმპიადისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით:

„ყოველ თვე ხდება თითქმის ბიუჯეტში ცვლილება, რაც ადასტურებს იმას, რომ მერია არის ნამდვილად არაკომპეტენტური. სამწუხარო არის ისიც, რომ 29 მილიონიდან დაწყებული, რაც გამოყოფილი იყო ოლიმპიადისათვის, ჩვენ ავედით თითქმის 94 მილიონზე. აუცილებელი არის, საკრებულომ მოისმინოს რამდენად ეფექტურად დაიხარჯა გამოყოფილი თანახა", - განაცხადა ცინცაბაძემ.