ლავროვმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის პუტინისეული გეგმა გაამხილა
საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივან
ჯონ კერისთან შეხვედრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
სერგეი ლავროვმა ისლამისტების ნეიტრალიზაციასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმერ პუტინის გეგმის დეტალები პირველად გაამხილა. როგორც გაზეთი „
კომერსანტი“ წერს, მისი შექმნის არსია „ისლამისტების წინააღმდეგ“ საბრძოლველად სირიისა და ერაყის არმიის მონაწილეობით ფართო კოალიცია შეიქმნას.
მოსკოვში ფიქრობენ, რომ მოკავშირე რეგიონში აშშ-ის საერთაშორისო კოალიციის შექმნა ისლამისტების მუქარას ვერ შეაჩერებს. მოსკოვს სირიასა და ერაყში ტერორისტული საფრთხის დასაძლევად საკუთარი წინადადებები აქვს, რომელიც მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და სერგეი ლავროვმა გაახმოვანეს. 3 აგვისტოს სერგეი ლავროვმა განაცხადა, ისლამისტების წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ საჰაერო დარტყმები საკმარისი არ არის და აუცილებელია მსოფლიო ტერორისტულ საფრთხეს იარაღის ძალით შეეწინააღმდეგოს. მისივე თქმით, ეს ინიციატივა რუსეთის პრეზიდენტს ეკუთვნის. წყაროების თანახმად, მოსკოვი გეგმავს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ამ თემის განხილვას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ნიუ-იორკში სექტემბრის ბოლოს გაიმართება. უკვე ცნობილი გახდა, რომ აშშ მზად არის არსებითად შეცვალოს თავისი სტრატეგია სირიაში. პრეზიდენტ ბარაქ ობამას განკარგულების თანახმად, აშშ-ის შეიარაღებული ძალებულ ძალებს სრული უფლება ექნება ნებისმიერ მტრულ დამოკიდებულებას „საპასუხო ზომებით“ უპასუხოს“, - წერს გაზეთი „კომერსანტი“.