სამართალი
საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. გიორგი მღებრიშვილს სამინისტროში მისი წინამორბედი, ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური დახვდა და წარმატებები უსურვა.
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა უახლოეს გეგმებსა და მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა.
„პირველ რიგში მე, ალბათ, დეტალურ ანალიზს გავაკეთებ სისტემაში არსებული ვითარებისა და მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლება გითხრათ პრიორიტეტების შესახებ, მაგრამ ერთი მთავარი პრიორიტეტი რაც არის, ეს არის ის, რომ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი მაცხოვრებლების უსაფრთხო გარემო.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, შესაძლოა მოხდეს გარკვეული გადაადგილებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე დაემშვიდობება თავის თანამდებობას. თანამშრომელთა მხრიდან შესაძლო ჩადენილ დანაშაულებებზე უმკაცრესი რეაგირება იქნება, ასევე როგორც უშეღავათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული კრიმინალის წინააღმდეგ“, - განაცხადა, კერძოდ, გიორგი მღებრიშვილმა.