უცხოეთი
სომხეთი გაძვირებული ელექტრობის საფასურს ჰიდროელექტროსადგურის კასკადის გაყიდვით მიღებული სახსრების ხარჯზე დაფარავს

1-armen-zar-3საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. სომხეთში ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდის სუბსიდირება მოხდება იმ სახსრების ხარჯზე, რომელსაც ბიუჯეტი ამერიკული ენერგეტიკული ჰოლდინგი „Contour Global”-თვის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის ვოროთანის კასკადის მიყიდვით მიიღებს. ამის შესახებ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ოვიკ აბრამიანმა განაცხადა.

როგორც სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავრობა ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფების კომპენსირებას სუბსიდირების მეშვეობით მოახდენს“, - დაადასტურა კაბინეტის ხელმძღვანელმა.

1 აგვისტოს ამოქმედდა სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების დარეგულირების კომისიის გადაწყვეტილება ელექტროენერგიაზე ტარიფის 16.7 პროცენტით გაზრდასთან დაკავშირებით. ივნისის შუა რიცხვებში სომხეთის მთავრობამ ერთელ უკვე გაზარდა ტარიფები, რასაც ერევანსა და სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შედეგად, პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება გაუქმდება.