რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „სურენას ციხე“

1-ar-mt2015 წლის 28 ივნისს, აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მიერ ერთსქესიანი ქორწინებების ნებადართვიდან მესამე დღეს, მე მივმართე ქართველ ერს და მოვუწოდე თანამემამულეებს, ბოლოსდაბოლოს ჩამოყალიბდნენ: ღმერთი თუ ამერიკა? GOD or USA?

უმეტესობამ ღმერთი ირჩია, უმცირესობამ კი, რომელიც ადამიანებს ჰყოფს პრინციპით: „თუ პედერასტი არ არის, ესე იგი კრემლის აგენტია!“, აირჩია ამერიკა. ამ უმცირესობაში შედიან სექსუმცირესობები (ლგბტ), საპარლამენტო უმცირესობა (სააკაშვილის პარტია „ნაციონალური მოძღაობა“ და ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატები“) და საპარლამენტო უმრავლესობა (უსუფაშვილის „რესპუბლიკური პარტია“ და კოალიცია „ქართული ოცნების“ სხვა სუბიექტები, რომლებმაც ხმა მისცეს ანტიდისკრიმინაციულ კანონს). ასევე პრეზიდენტი მარგველაშვილი, რომელიც სააკაშვილს დაუმეგობრდა და პარლამენტსა და „ქართულ ოცნებას“ დაადო ვეტო, პლუს „რესპუბლიკელი“ მინისტრები, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე და უშიშროების საბჭოს მდივანი. და, რა თქმა უნდა, ამერიკული გავლენის აგენტები: ყველა ტელეარხის ვულგარული გაუნათლებელი ტელეწამყვანები და მათი მსგავსი არასამთავრობოები, რომლებმაც ხელწერლი დადეს NDI-ს, IRI-სა და CIA-თან თანამშრომლობაზე; პოლიტიკური პროსტიტუტები - მუდამ მშიერი ვაგზლის მკითხავები, რომლებიც საკუთარ თავს „ექსოერტებს“ უწოდებენ; ასევე ნატურალური პროსტიტუტები და გეები - ახალი ქართული ელიტა, რომელსაც საშუალება მიეცა ტელეარხებზე „რუსთავი 2“, „იმედი“ და „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ თოქ-შოუებში მოეხდინათ გარყვნილების პროპაგანდა, როგორც საზოგადოებაში მოქცევის საყოველთაოდ მიღებული ნორმისა და ცხოვრებასა და კარიერაში წარმატების საწინდარი.

ზემოჩამოთვლილი უმცირესობები წარმოადგენენ „მეხუთე კოლონას“ და საქართველოში უფრო გავლენიანები არიან, ვიდრე მუნჯი უმრავლესობა. ამიტომ არა ქართველობა, არამედ ისინი ქმნიან ამინდს ქვეყანაში - იქნება ეს პოპ-არტი თუ საგარეო-პოლიტიკური კურსი, მოდა თუ ბიზნესი. პატრიოტებად შენიღბულები, ისინი ყველაზე მეტად უტიფრად ცრუობენ ტელეეკრანებიდან „ქართველი ხალხის უალტერნატივო არჩევანზე - ნატოსა და ევროკავშირში შესვლასა და აფხაზეთისა და სამაჩაბლოს მოკლე ხანში დაბრუნებაზე“.

1-ar-1

თუმცა, ამის თავად არ სჯერათ და თავის წრეში მსჯელობენ არა საქართველოს ბედზე, არამედ საკუთარ პერსპექტივებზე. მათ იციან - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა გადასაწყვეტია არა „დასავლეთის“, არამედ „ჩრდილოეთის“ მხარიდან, სადაც მათ გზა, როგორც დასავლეთის აგენტებს, ჩაკეტილი აქვთ. და რომ მოსკოვს სურს მხოლოდ ერთი - საქართველოში მეფობდნენ ჭეშმარიტი ქართველები და არა აშშ-ის ელჩი და მისი მსახურები მათი სახით. აი ესაა რუსეთის სტრატეგიული ინტერესები საქართველოში!

1-ar-2

ქართველი პოლიტიკოსი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჭაჭია ასევე არ ელოდება რუსეთსა და საქართველოს შორის დათბობას უახლოეს ხანებში, მიაჩნია რა, რომ სიტუაცია გაუმჯობესდება მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანა უარს იტყვის დამღუპველი საგარეო, საშინაო და ბიზნეს-პოლიტიკაზე, რომელიც ჯერ კიდევ 25 წლის წინ „აკურთხა“ შევარდნაძემ. პატრიოტი ჭაჭია გვაფრთხილებდა ყველა თავის ინტერვიუში, სტატიასა თუ საჯარო გამოსვლაში გლობალიზაციის სამ უმთავრეს საფრთხეზე:

-ისტორიის ფალსიფიკაციაზე;

-თაობათა შორის კავშირის გაწყვეტაზე: პაპებსა და მამებს - შვილებსა და შვილიშვილებს შორის;

-ეროვნული კულტურული ტრადიციებისა და სულიერი მართლმადიდებლური ღირებულებების განადგურებაზე.

თუმცა, ქართველმა საზოგადოებამ, სამწუხაროდ, ყური არ ათხოვებდა მის გაფრთხილებებს და ქარაფშუტულად აღიქვამდა მათ როგორც თავისი საყვარელი თემით გატაცებული მეცნიერის სქოლასტიკურ მსჯელობებს...

აი რას ამბობს ჭაჭია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ 27 ივლისის ინტერვიუში: „ზოგს უკვირს, თუ რატომ ითხოვენ ამერიკელები პედერასტიის დაკანონებას მაშინ, როდესაც ეს ამა თუ იმ ქვეყნის საზოგადოების დიდ ნაწილში ამერიკისადმი ანტიპათიას იწვევს. საქმე ისაა, რომ პედერასტიის დაკანონება სპობს იმ საძირკვლებს, რომლებზეც დგანან თანამედროვე ერები, როგორც კულტურულ - ისტორიული ფენომენები, ანუ პედერასტია ანგრევს რელიგიურ მრწამსს, ტრადიციულ ზნეობას, ოჯახურ მორალს, საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ სულიერ ღირებულებებს, ეროვნულ წეს - ჩვეულებებს და ამით ერს ადვილად სამართავ ბრბოდ აქცევს“.

თვით ვერაგი დამნაშავე სააკაშვილი ითვალისწინებდა, რომ საქართველო ტრადიციულად ჰეტეროსექსუალური მართლმადიდებელი ქვეყანაა, ამიტომ მოკლა რა ჟვანია 2005 წელს, ბრზანება გასცა, მოეხდინათ ჰომოსექსუალური სცენის ინსცენირება, რათა გარდაცვლილი პრემიერისადმი ანტიპათია გამოეწვია, რისთვისაც ახალგაზრდა ჩინოვნიკი რაულ იუსუფოვის მოკვლამაც მოუწია.

1-ar-3

გასაოცარი დამთხვევაა: შუა საუკუნეებში, მტრისგან საქართველოს დასაცავად, გაწირეს ჭაბუკი ზურაბი, რომელიც სურამის ციხის კედელში ჩააყოლეს. 21-ე საუკუნის დასაწყისში კი, უკვე იმისათვის, რომ საქართველოსგან დაუბრკოლებლად მოეკვეთათ აფხაზეთი და სამაჩაბლო, „სურენას ციხეში“ მსხვერპლად შეწირეს ზურაბი - პრემიერ-მინისტრი (სურენას საქართველოში სააკაშვილს ეძახიან მისი სომხური წარმომავლობის გამო).

1-ar-4

თუმცა, ჟვანია რომ 10 წლის შემდეგ - 2015 წელს მოეკლათ, ამ „ლეგენდას“ აზრი აღარ ექნებოდა - ჰომოსექსუალების უფლებათა დაცვა ხომ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონით, დღეს საქართველოში ლამის სახელმწიფო უსაფრთხოების პრიორიტეტთა რანგშია აყვანილი! მაშინ კი ყველაფერმა სირცხვილიან-ჩუმად ჩაიარა და გამოძიება დღესაც მდორედ მიედინება გაურკვეველი მიმართულებით... და მხოლოდ წინა კვირას, ჟვანიას წამოზრდილმა შვილმა ბესარიონმა - ერთადერთმა მთელი ამ წლების განმავლობაში! - მუშტი უთავაზა ბინძური ღამეული დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორ - ბარამიძეს, რომელსაც ჰყოფნის თავხედობა, დღემდე უწოდებდეს თავს მამამისის მეგობარს, რომლის ცხედარიცა და ხსოვნაც შებილწა!..

1-ar-5

იმავე ინტერვიუში ჭაჭია აღნიშნავს, რომ „საზოგადოებამ აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი პრემიერის ეროვნულ პოზიციას. ღარიბაშვილი ქართულ ოჯახში გაზრდილი კაცია და მისთვის პედერასტების ქორწინების დაკანონება ქართველობაზე უარის თქმის ტოლფასია!“ იქვე ჭაჭია პასუხობს ივანიშვილის კრიტიკოსებსაც, რომლებიც ექსპრემიერს წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ: „ხალხის უკმაყოფილება სამართლიანია, მაგრამ, მოდით, გულწრფელები ვიყოთ: ნუთუ ვინმეს ეგონა, რომ ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებები შესრულდებოდა? ნუთუ ვინმეს ეგონა, რომ ორ წელიწადში აფხაზეთს დავიბრუნებდით, საქართველოს დუბაით გადავაქცევდით, მეორე წელს უკეთესად ვიცხოვრებდით, მესამე წელს - უფრო უკეთესად, ხოლო მეოთხე წელს - საუკეთესოდ?! ამის იმედით ვინ აძლევდა ივანიშვილს  ხმას? ხმას მას აძლევდნენ იმის იმედით, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივ რეჟიმს მოგვაშორებდა! ეგ იყო და ეგ. საზოგადოებას სხვა მიზნები რომ ჰქონოდა, მაშინვე ჰკითხავდა ივანიშვილს - რა ხერხით, რა რესურსებით, როგორი საგარეო პოლიტიკით, როგორი ეკონომიკური მოდელის დანერგვით აპირებდა იგი ამ დაპირებების შესრულებას?  ეს ხომ არავის უკითხავს?!“.

თუმცა  ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ფაქტორის  მიუხედავად, საქართველო დიდ საფრთხეშია. ამასთან, ღარიბაშვილმა ბოლო თვეს სამი, ვაშინგტონის თვალში უპატიებელი შეცდომა დაუშვა, როცა განაცხადა:

- რომ ახალ თანამედროვე ციხეს თბილისში „ერთი ნაკლი აქვს - მას სააკაშვილი აკლია“ (რომელიც აშშ-მა „დემოკრატიის შუქურად“ მონათლეს და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნეს);

- რომ საქართველოს - „ჭეშმარიტად ნაციონალური პრეზიდენტი ჰყავს“ (მოახდინა რა ამით მარგველაშვილის ღალატისა და სააკაშვილის „ნაცმოძრაობასთან“ მისი ტანდემის კონსტატირება);

- რომ მისთვის „ოჯახი - ქალისა და მამაკაცის კავშირია“.

1-ar-6

ამით ღარიბაშვილმა რეიტინგი აიწია ქართველ ხალხში, თუმცა სამუდამოდ მოახდინა საკუთარი თავის დისკრედიტაცია აშშ-ის თვალში, ამიტომ ივანიშვილს მოსთხოვენ, რომ თავისი საყვარელი აღსაზრდელის შეცვლაზე დათანხმდეს. „უბედურება ისაა, რომ საქართველოში მეფობს ერთი ძირითადი იდეოლოგიური კონცეფცია - დასავლეთის მოთხოვნათა უპირობო შესრულება! “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება”, “თავისუფალი დემოკრატები”, რესპუბლიკური პარტია და სხვები ამ “კონცეფციის” მიმდევრები არიან. იდეოლოგიური სხვაობა მათ შორის არ არსებობს, ისინი არც კი ცდილობენ, საქართველო შედარებით მაინც დამოუკიდებელ ქვეყნად აქციონ და კოლონიური დამოკიდებულებიდან გამოიყვანონ, ამიტომ საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი იქნება ქვეყნის სათავეში, რა გვარის იქნება ქვეყნის მმართველი... ამ იდეოლოგიური კონცეფციის ალტერნატივა კი ჯერჯერობით არ ჩანს!“ - აღნიშნავს ალექსანდრე ჭაჭია იმავე ინტერვიუში.

მინდა დავძინო, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც ხალხში არ უდგას ფესვები, ერთმანეთის მიყოლებით იოლად შეცვლიან დასავლეთელი კურატორები! მხოლოდ ხალხის მხარდაჭერამ მისცა ივანიშვილს საშუალება, დაემხო სააკაშვილი, თუმცა, ნდობის ვოტუმი თვით ბატონი ივანიშვილისადმი, მისი დამსახურებების მიუხედავად, უსასრულო არ არის: საკადრო შეცდომები, რომლებიც, ერთიმეორის მიყოლებით, თავად ივანიშვილმა აღიარა - პრეზიდენტის, მრჩევლების, მინისტრების, ექსპერტებისა და ჟურნალისტების მცდარი კანდიდატურები - თანდათან აუცხოვებს მისგან ხალხს.

1-ar-7

საქართველოში ბოლო კვირების ყველა მოვლენის მიზანია, მაქსიმალურად დაძაბოს ვითარება ღარიბაშვილისა და ივანიშვილის სახელის შერცხვენის მიზნით, განაწყოს მათ წინააღმდეგ ხალხი. საქართველოში სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის არარსებობის შედეგად, დოლარის გარდუვალი მოსალოდნელი ზრდა და, შედეგად, ელექტროენერგიის ფასის გაზრდა საქართველოში, გამოყენებული იქნა, სომხეთის მსგავსად, ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიერ შავ პიარად მთავრობის წინააღმდეგ და პრემიერის გადადგომის მიზეზად უნდა ქცეულიყო. „ჩვენ არ გვაქვს პიარი! ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და არა პიარს!“ – 2013 წელს შს მინისტრი ღარიბაშვილის ამ განცხადებამ გაიჟღერა, ცნობილი ფრაზის - „სსრკ-ში სექსი არ არის!“ ანალოგიურად და რამდენადმე დამაბნია. როგორც დღეს გამოჩნდა, არცთუ უსაფუძვლოდ...

ცნობისათვის: სსრკ-ის ყოფილი ქვეყნების საზოგადოებრიობის ცნობიერებაში სიტყვა „პიარი“ (ინგლ. Public Relations, შემოკლებით PR - საზოგადოებასთან ურთიერთობა, საზოგადოებრივი აზრის შექმნა) უკავშირდება პოსტსაბჭოთა პერიოდს - ჩვენში დასავლეთელი იმიჯმეიკერებისა და პოლიტტექნოლოგების გამოჩენას. საქართველოში პიარის შესახებ ზურაბ ჟვანიასგან შეიტყვეს (აწ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის საყვარელი სიტყვა, რომელსაც იგი თითქმის ყველა თავის გამოსვლაში იმეორებდა).

1-ar-8

თუმცა ეს - უკიდურესად მცდარი სტერეოტიპია: სინამდვილეში პიარი არსებობს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც არსებობენ პლანეტაზე ადამიანები და  საზოგადოება.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებები გამოჩენისთანავე (თავიდან ბეჭდური - გაზეთებისა და ჟურნალების, შემდეგ - რადიო და ტელევიზიის, და ბოლოს - ინტერნეტგამოცემებისა და სოცქსელების) იქცნენ მთავარ ინსტრუმენტად, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება პიარი. ლიდერის მდგომარეობას მედია დღემდე ინარჩუნებს, საზოგადოების ინფორმირება „სტერილურადაც“ კი, ინტერპრეტირების გარეშეც, ხომ უკვე ნიშნავს ზეგავლენას მასებზე, ანუ საზოგადოებრივი აზრის შექმნას.

ნებისმიერ ადექვატური ხელისუფლება მედიის პიარ-შესაძლებლობებს იყენებს საკუთარი სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის გასატარებლად. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გარდა: 2013 წლიდან, ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, „მე-9 არხი“ დახურეს და ახალი ხელისუფლება ხმისა და რუპორის გარეშე, პრესამსახურებისა და PR-დეპარტამენტების ხელმძღვანელების - ახალგაზრდა გოგონების ანაბარად დატოვეს, რომელთა გარეგნობაც მათი არაპროფესიონალიზმის პირდაპირ პროპორციულია. ამ პირობებში არათუ სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკის შექმნა და სააკაშვილის მედია-კორპორაციის ანტიპროპაგანდის მხილების განხორციელება, არამედ ხალხისთვის აუცილებელი საკითხების განმარტებაც კი არავის ხელეწიფება, რაც უკიდურესად უარყოფითად აისახება მთავრობის იმიჯზე. მაგალითად:

1. რატომ დაუშვა „ეროვნული ბანკის“ პრეზიდენტმა ქადაგიძემ დოლარის ასე მკვეთრი ზრდა გაუმართლებლად მაღალ ნიშნულამდე, რომელიც რამდენიმე დღეს შენარჩუნდა? რა იყო ეს - საბოტაჟი, თუ კორუფციული გარიგება კერძო ბანკებთან და „ვალუტის გადამცვლელებთან“ გაბრიყვებული მოსახლეობის ხარჯზე სპეკულაციის მიზნით? „თავდაპირველად ნიშნული აწიეს 1.75-დან 2.45-მდე, რათა შემდგომ, როცა 2.25-მდე დააგდეს, ხალხს გახარებოდა და დრტვინვა არ დაეწყო!“ - უკმაყოფილოდ ბურტყუნებს ხალხი. და რატომ იზრდება დღესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სამომხმარებლო კალათასთან ერთად, ქადაგიძე კი ამას „ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციის კამპანიით“ ხსნის?

2. ივანიშვილის მხრიდან მკაცრი საჯარო კრიტიკის შემდეგაც კი, რატომ რჩება დღემდე ქადაგიძე თანამდებობაზე? რატომ უწოდეს  მას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (ჯაჭვლიანის წყალობით საქართველოში უკიდურესად პოპულარულმა EBRD-მა) „ევროპის საუკეთესო ცენტრალური ბანკირი“, აკრძალეს მისი გათავისუფლება და მით უმეტეს, პასუხისგებაში მიცემა? როგორც მაშინ აშშ-მა, ბოლო წუთამდე რომ „დემოკრატიის შუქურას“ უწოდებდა სააკაშვილს, სანამ ცხვირით არ შეეჯახა პატიმრების უკანალებში გაჩრილ ცოცხებს...

3. რატომ ეწევა დღეს სააკაშვილის აშკარა მომხრე, უკანონოდ რომ ცდილობდა ივანიშვილის „ქართუ-ბანკის“ გაკოტრებას - „ეროვნული ბანკის“ „ნაციონალური პრეზიდენტი“ ქადაგიძე ანტისახელმწიფოებრივ საბოტაჟს „ნაციონალურ პრეზიდენტ“ მარგველაშვილთან ერთად, რაც წინა კვირას პარლამენტში ვეტოთი დასრულდა, რომელიც მარგველაშვილმა „ეროვნული ბანკის სტრუქტურიდან საბანკო მონიტორინგის სამსახურის გამოყოფის შესახებ“ კანონპროექტს დაადო?

4. რატომ გაძვირდა ელექტრეოენერგია საქართველოში დოლარის გაძვირებიდან მხოლოდ ნახევარი წლის შემდეგ, თუმცა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ პირდაპირ მიაბა ელექტროენერგიის ახალი ტარიფი გაძვირებული დოლარით ნაყიდ გაზს? რატომ გაძვირდა საქართველოში ელექტროენერგია თურქების მიერ რეკორდულად მოკლე ვადებში აშენებული გარდაბნის მძლავრი თანამედროვე თბური ელექტროსადგურის გახსნის მეორე დღესვე, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა გახსნა და რომელმაც, მისი განცხადებით, საბოლოოდ გადაჭრა საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხი?

5. გარდაბნის თბური ელექტროსადგურის გახსნის მეორე დღესვე რატომ გაისმა შანტაჟით გაჟღენთილი განცხადებები ელექტროენერგიაზე გრაფიკის შესაძლო შემოღების შესახებ, როგორც შევარდნაძის მმართველობის დროს? და როგორ უნდა აუხსნა მოსახლეობას, რომ წყლის რესურსებით საოცრად მდიდარი საქართველო, რომელიც, დედაქალაქთან ერთად, ლამის წყალმა წაიღოს, დამოკიდებულია გაზზე მომუშავე თბური ელექტროსადგურის ტურბინების მიერ წარმოქმნილ ელექტრობაზე?!

6. ნამდვილად შემოვიდა თუ არა საქართველოში ენერგიტიკის მინისტრი კალაძის წყალობით ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“, რომელმაც არცთუ გასაგები ულტიმატუმი წამოაყენა - ან გაზარდეთ ტარიფი, ანდა ბაზრიდან წავალო, ანდა არ წავალ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობას გრაფიკს დავუწესებ (?!) თუ არის ისევ ბიზნესმენი წარსულში სახელგანთქმული ფეხბურთელი, დღეს კი - უმაღლესი რანგის სახელმწიფო მოხელე (ქვეყნის ვიცე-პრემიერი!), რაც კანონის უხეში დარღვევაა? ანდა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელის ბიზნესპარტნიორი, რომელიც მოკლული პრემიერისა და თავისი „მეგობარი“ ჟვანიას სავარძელში მოკალათდა, როცა ზურას ცხედარი ჯერ თბილი იყო? და მართალია თუ არა, რომ ნოღაიდელი დიდი ხნიდან მოყოლებული დღემდე - სააკაშვილსა და მის მთავარ ბიზნეს-მაფიოზ შარანგიას, მეტსახელად „დოდიკს“ უზის წილში?

7. “თავიდან შუქის ფასი 3.34 თეთრით გაზარდეს, რათა შემდგომ, როცა უქონელთათვის სუბსიდიების შესახებ განაცხადეს, მადლიერ ხალხს შვებით ამოესუნთქა და ყველაფერი გადაეყლაპა!“ - დრტვინავს ხალხი და დასძენს, რომ კალაძე ამას განგებ აკეთებს, რათა თავად გახდეს პრემიერი... თუმცა მართლაც: თუ კალაძეს უფლება არ აქვს ჩაერიოს სემეკის,  „ენერგო-პრო ჯორჯია“ და თელასის მუშაობაში, ანდა დანარჩენი ელექტრომწარმოებელი და გამანაწილებელი დისტრიბუტორული კომპანიების საქმიანობაში, მაშ რა ფუნქცია აკისრია მას, როგორც ენერგეტიკის მინისტრს?

8. რით ახსნის კალაძე, რომ მთელი მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც მუშაობს ფორმულა „ორი ერთის ფასად“, ანუ ფასდაკლებას უკეთებენ მეტი საქონლისა და მომსახურების შემძენებს, საქართველოში პირიქითაა - იმ პირებისთვის, ვინც 100 კვტ/სთ-ს მოიხმარს, ტარიფი განსაზღვრულია 10.978 თეთრით კვტ/სთ-ზე (პირველი საფეხური); 101-300 კვტ/სთ-ის მომხმარებლებისთვის - უკვე 14.348 თეთრით კვტ/სთ-ზე (მეორე საფეხური), ხოლო 301 კვტ/სთ-ისა და მეტის მომხმარებლებისათვის - 18.178 თეთრით კვტ/სთ-ზე (მესამე საფეხური)?!

9. რით, თუ არა ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟით, ახსნის კალაძე, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ მთავარ მილსადენზე აზერბაიჯანიდან საქართველოში ერთდროულად იწყება, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში შეწყდება გაზის მიწოდება? დროებითი ალტერნატიული ვარიანტის სახით არსებობს მხოლოდ საქართველოში გამავალი გაზსადენი რუსეთიდან სომხეთში. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს გაზპრომის 100 მლნ დოლარი ვალი აქვს და „მოძმე“ უკრაინის მწარე გამოცდილებაზე ნასწავლი გაზპრომი გაზს „პოსლეზე“ აღარ მოგვცემს...

1-ar-boloshi

P.S. კითხვების დასმა უსასრულოდ შეიძლება, თუმცა, რა აზრი აქვს ამას?!
„სურენას ციხეს“ დანგრევა შეუძლებელია, სანამ ციხეში არ ჩაჯდება მისი შემქმნელი - სააკაშვილი!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 3 აგვისტო
საქართველო, თბილისი