საზოგადოება
„ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტი კონსტიტუციურია და ოპონენტებმა უნდა დააკონკრეტონ რას გულისხმობენ არაკონსტიტუციურობაში” – გიორგი კახიანი

1-kaxiani-sazog-3-analitსაქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის განცხადებით თავისუფალმა დემოკრატებმა უნდა დააკონკრეტონ, რას გულისხმობენ ეროვნული ბანკის შესახებ კანონის არაკონსტიტუციურობაში, რადგან მათ მიერ გაკეთებული განცხადება ზოგადია. კახიანი ასევე აცხადებს, რომ კანონპროექტის გასაჩივრებისთვის, სულ ცოტა, 30 დეპუტატია საჭირო, რაც ბევრად მეტია ვიდრე „თავისუფალი დემოკრატების“ რაოდენობა პარლამენტში.

რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს ჯერ არ გაცნობია.

მე არ წამიკითხავს ის შენიშვნები, რომელიც ვეტოშია ასახული და არ წამიკითხავს ის კანონპროექტი, თუ რის ცვლილებას გვთავაზობს პრეზიდენტი. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ დაძლევის პრობლემა არ გვექნება გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტიურად ვეტოს დაძლევას ზუსტად იმდენივე ხმა სჭირდება, რაც მიღებას. ვეტოს დაძლევის რესურსი პარლამენტს აქვს... ვეტოს დაძლევა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მოხდება“, - აღნიშნა, კერძოდ, დეპუტატმა.