საზოგადოება
„მარგველაშვილი მმართველ გუნდს თვითონ გაერიყა. გამოიყენა თავისი ჭკუით ეს გუნდი და შემდეგ დაიწყო პრეზიდენტობანას თამაში“ - თამაზ მეჭიაური

1-meCi-sazog-2საქართველო, 3 აგვისტო, საქინფორმი. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავჯდომარე თამაზ მეჭიაურის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილმა „საქართველოს ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებით, „ხალხს თავი შეახსენა, რომ ის პრეზიდენტია“.

პრეზიდენტი მმართველ გუნდს თვითონ გაერიყა. თუ თვლი, რომ შენ უფრო ჭკვიანი ხარ, მაგარი მოთამაშე ხარ, ღირსება უნდა გეყოს, გადადექი, დაინიშნება ახალი საპრეზიდენტო არჩევნები და მოდი იმ გუნდთან ერთად, რომლის წიაღშიც უკეთესად გრძნობ თავს. მე მას ვაღიარებდი სერიოზულ პოლიტიკოსად წაგების შემთხვევაშიც. ხალხის არჩეული არ არის, ის არის ბიძინა ივანიშვილის არჩეული, რომლის ამომრჩეველმაც მარგველაშვილს მისცა, ივანიშვილის ხათრით ხმა. ახლა ის ეძებს ამომრჩევლებს უკვე იქ, სადაც ნაციონალებს ყავდათ ამომრჩეველი და ჯერ ერთი მიშასა და მაგას შორის ვერ გაიყოფა ის ხმები, იმიტომ, რომ მას ქარიზმა არ აქვს...

ეს ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ როგორმე ეს ლარის კურსი, რომლის გაუფასურების არანაირი საფუძველი არ არის, მაინც ცდილობენ როგორმე გააფუჭონ...“, - აცხადებს, კერძოდ, თამაზ მეჭიაური, რომელიც ზემოხსნებული კანონპროეტის ერთ-ერთი ავტორია.