საზოგადოება
„საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაჭრილი სამხედროების მკურნალობას 1 მილიონით დააფინანსებს“ - თინა ხიდაშელი

1-leCenie-sazog-3საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხონში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს კაპრალ დავითაიას მკურნალობა უნდა დაეფინანსებინა, მაგრამ სამწუხაროდ კაპრალი გარდაიცვალა, თუმცა დაჭრილი სამხედროების მკურნალობის დაფინანსებაზე შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილი ღიად ტოვებს.

მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ჯარისკაცი სამკურნალოდ თურქეთში უკვე გაემგზავრა.