საზოგადოება
„მთავრობა საარსებო შემწეობებს აღუდგენს მარტოხელა პენსიონერებს, რომლებიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების პროგრამის მიღმა დარჩნენ“ - პრემიერი ღარიბაშვილი

1-kompen-saz-2-mtსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მარტოხელა პენსიონერებს, კომპენსაციის სახით, ასევე აუნაზღაურდებათ თანხა, რომელიც უნდა მიეღოთ იმ თვეების განმავლობაში, როდესაც შემწეობის მიღება შეჩერებული ქონდათ.
მთავრობის მეთაურმა პროექტის მომზადებისთვის ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების ახალმა პროგრამამ, რომელიც მაისიდან დაიწყო, ხელისუფლებას საშუალება მისცა, მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებები უფრო ნათლად დაენახა და გაეანალიზებინა.

2012 წლიდან შეფასების მეთოდოლოგია არაერთხელ გაუმჯობესდა და ჯანდაცვის სამინისტრო მის კიდევ უფრო დახვეწაზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

1-kompen-saz-2-1 1-kompen-saz-2-2
1-kompen-saz-2-3