საზოგადოება
„მთავრობა რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების შედეგად გამოწვეული სხვაობის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სუბსიდირების გეგმას დაამტკიცებს“ - ღარიბაშვილი

1-plan-saz-1-mtსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
მას შემდეგ რაც ელექტროენერგიაზე რეგიონებისთვის დაკორექტირდა სამომხმარებლო ტარიფი, ჩვენ გადავწყვიტეთ სოციალურად დაუცველი ფენისთვის ეს აგვერიდებინა და 70 000 ქულაზე ნაკლები შეფასების მქონე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ტარიფის ცვლილებით გამოწვეულ სხვაობას სახელმწიფო დაფარავს“, - აღნიშნა პრემიერმა.

ასევე მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – წეროვანში, ფრეზეთში და წილკანში 647 დევნილ ოჯახს 649 უძრავი ნივთი გადაეცემა, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
გადაწყვეტილება, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ“, მინისტრთა კაბინეტმა გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

1-plan-saz-1-1