უცხოეთი
„კიდევ სად შევიჭრათ“: მაიკლ მური აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საიდუმლო ფილმის პრეზენტაციას ახდენს

1-kuda-zar-2-anსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი.  მაიკლ მურის ახალი ფილმის - „კიდევ სად შევიჭრათ“, აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე, სადაც საუბარია იმაზე, რომ ამერიკელები გამუდმებით ეძებენ მტრებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მხარდასაჭერად, პრეზენტაცია ტორონტოს კინოფესტივალზე ჩატარდება. ამასთან, მანამ, სანამ ორგანიზატორებმა პრემიერის შესახებ გამოაცხადეს, როგორც ირწმუნებიან, ფილმის გადაღების თაობაზე მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ. პროცესი უმკაცრესად იყო გასაიდუმლოებული. თავად რეჟისორი ფილმის აღწერისას ამბობს, რომ „აშშ მუდამ ეძებს მტრებს, ხოლო თავდაცვასთან დაკავშირებული კომპანიები ამაზე დიდ ფულს აკეთებენ. ამიტომ ღიად რჩება კითხვა: ვინ არის ჩვენი შემდეგი მტერი?“, - იტყობინება წყარო.

მაიკლ მურმა სახელი ფართოდ მოიხვეჭა ეკრანებზე მისი დოკუმენტური ფილმის „ფარენჰეიტი 9/11“-ის გამოსვლის შემდეგ, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტებს ეძღვნება.