საზოგადოება
ვინ მიიღებს კომუნალური გადასახადების ვაუჩერს - უმცირესობის მტკიცებით, სოციალურად დაუცველთა უმეტესობა ნოემბრიდან მარტის ჩათვლით დაფინანსების გარეშე დარჩება

1-komunal-sazog-3საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. დაპირისპირებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიზეზი საკრებულოს სხდომაზე თბილისის ქუჩებისთვის სახელების მინიჭება გახდა.
უმრავლესობისა წევრისა და ისნის მაჟორიტარი დეპუტატის პროტესტი წინა ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა. ილია ჯიშკარიანი სხდომაზე თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკის სახელის დარქმევას აპროტესტებდა. როგორც ჯიშკარიანი აცხადებდა, ქუჩების ან სკვერებისათვის სახელების მინიჭება „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არასწორად ხდებოდა.

საკრებულოს უმცირესობამ კი უმრავლესობისგან პასუხები სხდომაზე კომუნალური ვაუჩერების დაფინანსებასთან დაკავშირებით მოითხოვა.
ნაციონალური მოძრაობისთვის მიუღებელია სქემა, რომელზეც თბილისის მერია მუშაობს.
საკრებულოს უმცირესობის ინფორმაციით, ზამთარში კომუნალური ვაუჩერები მხოლოდ იმ სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ, ვისაც 70 ათასი ქულა ან ნაკლები აქვთ მინიჭებული. ოპოზიციის მტკიცებით, სოციალურად დაუცველთა უმეტესობა ნოემბრიდან მარტის ჩათვლით დაფინანსების გარეშე დარჩება.
როგორ მოხდება კომუნალური ვაუჩერების გაცემა, თბილისის მერი ჯერ არ აკონკრეტებს.
დავით ნარმანია განმარტავს, რომ სქემაზე მუშაობენ და გეგმას უახლოეს მომავლში წარადგენენ.
თბილისის მერი სოციალურად დაუცველებს, დენის ტარიფის ზრდის შემთხვევაში, ნამატის სხვაობის სრულ დაფარვას დაპირდა.
მერიის შემდეგ კომუნალური ვაუჩერების დაფინანსების ახალი სქემა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.