საზოგადოება
“ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ „მაესტრო“ ცდილობს ფონდი “ქართუს” საქველმოქმედო პროექტებისა და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას” - ფონდ „ქართუ“-ს განცხადება

1-kartu-sazog-2-analitსაქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. „2015 წლის 25 ივლისს ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი ასოციაციაატუს მიერ ამბროლაურის რაიონში ხე-ტყის ჭრის შესახებ, რომელშიც კომპანიის საქმიანობა სრულიად დამახინჯებულად იყო წარმოჩენილი; იმავე დღეს ეს სიუჟეტი, პრაქტიკულად უცვლელად, მაყურებელს უჩვენა ტელეკომპანია მაესტრომაც“. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კომპანია „ატუ“ საერთოდ არ ეწევა კომერციულ საქმიანობას და იგი მხოლოდ ფონდი „ქართუს“ საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებს. მის მიერ შესრულებული პროექტების სრული ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ და შეგახსენებთ მხოლოდ იმ ობიექტებს, რომლებზეც წელს მიმდინარეობს სამუშაოები, მათ შორის: თბილისის ოპერა, ბათუმის თეატრი, რაგბის სტადიონების ქსელი, ურეკის საკონცერტო დარბაზი და სხვა მრავალი.

ბუნებრივია, ყველა აღნიშნული მშენებლობა საჭიროებს ხის მასალას. ამ მიზნისთვის ასოციაცია „ატუს“, ყველა პროცედურის დაცვით, მოპოვებული აქვს ხე-ტყის სანიტარულ ჭრის ლიცენზია, რომელიც გულისხმობს დაბერებული და/ან დაავადებული ხეების გამოხშირვას, რაც ტყის განახლება-გაჯანსაღების აუცილებელ პროცედურას წარმოადგენს.

ამგვარი მასშტაბური, კანონიერი, საზოგადოებისათვის და გარემოსთვის სასარგებლო საქმიანობის აგრესიული ნეგატიურობით და არაობიექტურად წარმოჩენა, ცხადია, რომ წინასწარ დაგეგმილი ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს წარმოადგენს.

ყველასთვის ცნობილია, რომრუსთავი 2“ ნაციონალური მოძრაობის პროპაგანდის მანქანას წარმოადგენს და მისი მთავარი მიზანია, შენიღბული თუ ღია დეზინფორმაციით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ამ შემთხვევაში მეტ-ნაკლებად გასაკვირი ის არის, თუ რატომ, რა მოტივითა და რა მიზნით შეუერთდა ამ კამპანიას ტელეკომპანიამაესტრო“. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომმაესტროცდილობს ფონდიქართუსსაქველმოქმედო პროექტებისა და პირადად ბატონი ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციას. მხოლოდ ამით თუ აიხსნება ის ფაქტი, რომ „მაესტრომ“ დაარღვია ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტი, არც კი სცადა ფონდ „ქართუსთან“ ან ასოციაცია „ატუსთან“ დაედგინა სიმართლე და დაადგა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მიერ აპრობირებულ გზას.

სრულიად ნათელია, რომ საზოგადოება სათანადოდ შეაფასებს სიკეთის ბოროტებად გამსაღებელთა უპერსპექტივო მცდელობებს - დეზინფორმატორები ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწევენ.

ობიექტურ ადამიანებს შეუძლიათ ქვეყნისთვის გაკეთებული სასიკეთო საქმეების დანახვაც და დაფასებაც - მაშინაც კი, როდესაც ქველმოქმედები ამას არ ითხოვენ“, - ნათქვამია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ადმინისტრაციის განცხადებაში.