საზოგადოება
„სახელმწიფოს ელექტროენერგიის სუბსიდირება დაახლოებით 20 მილიონი დაუჯდება“ - ნოდარ ხადური

1-khaduri-sazog-2საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურის განცხადებით, "წლის განმავლობაში ეს იქნება დაახლოებით 20 მილიონი ლარი“.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სიების დაზუსტებაზე, ვმუშაობთ როგორც ოპერატორებთან - თელასი და ენერგო-პრო, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელსაც გააჩნია სოციალურად დაუცველთა სია. ასევე აქტიურად არის ჩართული იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურები. სახელმწიფო ბიუჯეტს აქვს ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ესაა, მათ შორის, შემოსავლების გადანაწილება იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ყველაზე მატად უჭირს. მისამართული სოციალური დახმარება იმ სოციალური დახმარებების მსოფლიო გამოცდილებას შორის, რომლებიც არსებობს", - განაცხადა ხადურმა.