უცხოეთი
ტიმათი - სააკაშვილს: „ნამდვილი მამაკაცი, ჰალსტუხის ღეჭვის ნაცვლად, საქმეს აკეთებს! ღირს კი საერთოდ სერიოზულად მიიღო იმ პოლიტიკოსის სიტყვები, რომელმაც საკუთარი ქვეყანა გაქურდა, ფედერალურ ძებნაშია და საკუთარი ხალხის მიერ არის გაძევებული?!

1-timati-zar-2-anსაქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. რუსმა რეპერმა ტიმათიმ პასუხი გასცა ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც უკრაინის მესაზღვრეებს მიმართა, ტიმათი არ შემოეშვათ უკრაინაში, მისი პოზიციის გამო.

არაა პრობლემა, არ ჩავატარებ კონცერტს, რომ მიხეილ სააკაშვილს ზედმეტი მიზეზი არ მივცე პროვოკაციისთვის, მაგრამ ღირს საერთოდ სერიოზულად მიიღო იმ პოლიტიკოსის სიტყვები, რომელმაც საკუთარი ქვეყანა გაქურდა, ფედერალურ ძებნაშია და საკუთარი ხალხის მიერ არის გაგდებული?! ნამდვილმა მამაკაცმა საქმე უნდა აკეთოს და არა ჰალსტუხი ღეჭოს", - დაწერა საკუთარ "ინსტაგრამზე" რეპერმა.

მკითხველს შევახსენებთ: მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც ოდესაში ტიმათის კონცერტის გამართვას ეხებოდა. "ისინი, ვინც ადარებენ უკრაინის მისწრაფებას თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ ნარკომანიასთან - მათი ადგილი უკრაინის სცენაზე არ არის. "იბიცა" ევროპაში ერთ-ერთ საუკეთსო კლუბად და ოდესის გამორჩეულ ღირსშესანიშნაობად მიმაჩნია. რადგან მე თქვენ გგულშემატკივრობთ, არ მესმის, როგორ შეძელით ტიმათის დაპატიჟება, რომელიც მთლიანად ემხრობა რუსეთის აგრესიას და უკრაინას "უმცროს ძმას" უწოდებს. ის კადიროვის საუკეთესო მეგობარია, რომელსაც ხელები უკრაინელების სისხლით აქვს მოთხვრილი. მე მივესალმები რუსი ტურისტების შემოსვლას ოდესაში, დიდი სიამოვნებით ვნახავდი აქ მაკარევიჩს, დდტ-ს, ზემფირას, მაგრამ მესაზღვრეებს დაჟინებით მოვუწოდებ - არ შემოუშვან პუტინის მიმდევრები უკრაინაში".