სამართალი
საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. თბილისისა და სოფიის ინტერპოლის ბიუროების ერთობლივი საქმიანობის შედეგად, ბულგარეთის რესპუბლიკაში, სილისტრაში ზაზა ბ. დააკავეს.
2009 წლის 27 სექტემბერს ზაზა ბ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით მოქალაქეს ცივი იარაღით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ხსენებული პირის მიმართ ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები.