საზოგადოება
ივანიშვილის მიერ საქართველოსთვის 800 000 გირვანქა სტერლინგად შეძენილი ფიროსმანის „არსენალის მთა ღამით“ თბილისის ეროვნულ გალერეაშია გამოფენილი

1-arsenali-sazog-2საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ნიკო ფიროსმანის შედევრი არსენალის მთა ღამით, რომელიც 2015 წლის 1 ივნისს ბიძინა ივანიშვილმა Christy’s-ის აუქციონზე 800 000 გირვანქა სტერლინგად (აშშ დოლარის ექვივალენტში - 1 240 000$) შეიძინა და საჩუქრად საქართველოს გადასცა, უკვე 1 კვირაა ეროვნულ გალერეაშია  გამოფენილი, სადაც შესვლა უფასოა.

აღსანიშნავია, რომ ეს სურათი თბილისში ერთადერთხელ, 1919 წელს ამავე საექსპოზიციო სივრცეში ქართველი მხატვრების დიდ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. 1957 წელს ფიროსმანის შედევრი ფრანგ პოეტ ლუი არაგონს გადაეცა საჩუქრად 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით და მრავალი წლის განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. 2007 წელს ნახატი - „სოთბის“, 2010 წელს კი ლონდონის აუქციონზე გაიყიდა. ხოლო 96 წლის შემდეგ, მეცენატი ივანიშვილის წყალობით, ის კვლავ ჩვენ ქვეყანას დაუბრუნდა.