საზოგადოება
50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი და მაღალი რანგის სტუმრები თბილისში - ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა

1-ol-saz-1-mtსაქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. გახსნის საზეიმო ცერემონიაში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა პატრიკ ჰიკმა და „თბილისი 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანმა მიიღეს მონაწილეობა. 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. გახსნის ცერემონიას ასევე დაესწრო სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი, რომელიც საქართველოში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ექსპოზიცია "არგონავტები", ქართული ცეკვები, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი პაატა ბურჭულაძის შესრულებით და გრანდიოზული ფოიერვერკი შოუს შემადგენელი ნაწილები იყო. 
ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, რომელსაც თბილისი 1-ელ აგვისტომდე უმასპინძლებს, შეჯიბრებები სპორტის 9 სახეობაში გაიმართება.

1-ol-saz-1-1 1-ol-saz-1-2
1-ol-saz-1-3 1-ol-saz-1-4
1-ol-saz-1-5 1-ol-saz-1-6
1-ol-saz-1-7 1-ol-saz-1-8
1-ol-saz-1-9 1-ol-saz-1-10