რედაქტორისგან
„კარალევა მარგომ“ ოლიმპიადას ვეტო დაადო!“ - საქინფორმი

1-margo-polit-2-redსაქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. 2015 წლის 26 ივლისს, გაუგებარია რატომ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მინისტრებსა და თბილისის მერთან ერთად, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე არ იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. თუმცა, როგორც ოლიპიური ფესტივალის ორგანიზატორები და მთავრობაში იუწყებიან, მას არა მარტო გაუგზავნეს მოსაწვევი საპრეზიდენტო რეზიდენციაში, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეათანხმეს ყველა საპროტოკოლო საკითხი.

პრეზიდენტის არყოფნა სოცქსელებში, მედიასა და საზოგადოებაში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი გახდა. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ ამჯერად პრეზიდენტს გული მოუვიდა, რადგან უარი უთხრეს მისასალმებელი სიტყვით გამოსვლასა და ოლიმპიური ფესტივალის გახსნაზე. თუმცა, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ეს უნდა გაკეთებინა და გააკეთა პრემიერმა ღარიბაშვილმა.

მაშ ასე, მე-13  ევროპული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი-2015“-ის გახსნაზე მარგველაშვილი არ გამოცხადდა და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილის გვერდით მისთვის გათვალისწინებული ადგილები, რომლებიც ცარიელი დარჩა ბოლო წუთამდე, პრემიერის ოჯახის წევრებმა - მეუღლემ და შვილებმა დაიკავეს.

პრეზიდენტ მარგველაშვილის ადმინისტრაციას არავითარი განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, აქ მიზეზი ისაა, რომ მანამდე ერთი დღით ადრერემიერმა ღარიბაშვილმა იგი სამართლიანად ამხილა ძებნაში მყოფ სააკაშვილსა და მის პარტია „ნაცმოძრაობასთან“ ტანდემში - უწოდა მას ‘ნაციონალური პრეზიდენტი“ და გამოთქვა რწმენა, რომ სასამართლოს მიერ მსჯავრდებული „ნაციონალი“ ბობოხიძის შემდეგ ის მალე შეიწყალებს სააკაშვილს, მერაბიშვილსა და ახალაიასაც. პასუხად „კარალევა მარგო“ (ასე შეარქვეს მარგველაშვილს საქართველოში - საქინფორმი) გაგულისდა და, როგორც ყოველთვის, ვეტო დაადო. ამჯერად - ოლიმპიადას...

საქინფორმის რედაქცია
2015 წლის 28 ივლისი
საქართველო, თბილისი