პუბლიკაციები
საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პოლიტიკა რუსი და ოსი მესაზღვრეების მიმართ „რეგიონში დაძაბულობისკენ არის მიმართული და ვითარების დესტაბილიზაციას ახდენს“, - მიაჩნიათ რფ-ის სააგრეო საქმეთა სამინისტროში.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ „უწინ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შსს-ს არხებით გავრცელებული და მედიის მიერ ფართოდ ატაცებული ინფორმაცია, თითქოსდა ადგილი ჰქონდა „საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში სასაზღვრო ხაზის გადატანას“, „სინამდვილეს არ შეესაბამება“.
„შეხვედრაში მონაწილე რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს ხსენებული აქციების აშკარა პროვოკაციული ხასიათი, რომელიც ნეგატიური საერთაშორისო რეზონანსის შექმნისკენაა მიმართული, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და რუსი და ოსი მესაზღვრეების დისკრედიტაციის გარშემო“, - აღნიშნეს სამინისტროში, - ასეთი ქმედებები, ასევე სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო საინფორმაციო ნიშნულების განზრახ დაზიანება, საზღვრისპირა რაიონებში დაძაბულობის ზრდისკენ არის მიმართული“.