ავღანეთიდან ქართული ასეული დაბრუნდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ასეული წუხელ ავღანეთიდან დაბრუნდა. ქართველ სამხედროებს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე დახვდნენ.
მესამე ქვეითი ბრიგადის სამშვიდობო ასეულის სამხედრო მოსამსახურეები ნატოს ეგიდით წარმოებულ ISAF- ის (საერთაშორისო უსაფრთხოების საერთაშორისო ძალები) ოპერაციაში ფრანგული კონტინგენტის შემადგენლობაში მონაწილეობდნენ.