აქტუალური
თინა ხიდაშელი: „სააკაშვილი არანორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორია“

1-nenorm-aqtual-2საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.

როდესაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინული და ქართული მედიისთვის საქართველოს ხელისუფლების მისამართით განცხადებებს აკეთებს, მე, როგორც ქართული ხელისუფლების წარმომადგენელს, მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლებისადმი კითხვა მაქვს: ეს კიევის პოზიციაა თუ არცთუ მთლად ნორმალური ფსიქიკის მქონე გუბერნატორის?”, — აღნიშნა ხიდაშელმა ”რადიო თავისუფლების” ეთერში.

რაც შეეხება სააკაშვილის გუბერნატორად დანიშვნას, მინისტრის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღება უკრაინის სუვენერული უფლებაა.