„მაიდანი 3“: „მემარჯვენე სექტორმა“ უკრაინაში რევოლუციის ახალი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა
საქართველო, 23 ივლისი,
საქინფორმი. საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, რომელსაც ექსტრემისტული ორგანიზაცია „
მემარჯვენე სექტორი“ ატარებს კიევის ცენტრში - მაიდანზე, ნაციონალისტების ლიდერმა
დიმიტრი იაროშმა განაცხადა, რომ ქვეყანაში რევოლუციის მეორე ეტაპი იწყება. ამასთან, მან მოუწოდა ნაცგვარდიის მებრძოლებს,არ შეასრულონ რადას დანაშაულებრივი ბრძანებები.
დამოუკიდებლობის მოედანზე კიევში, სხვადასხვა შეფასებით, „მემარჯვენე სექტორის“ 3-დან 6 ათასამდე აქტივისტი იმყოფება. „ჩვენ ვუჩვენებთ, რომ დისციპლინირებული რევოლუციური ძალა ვართ, რომელიც ამ ვეჩეთი და ჩვენი ყრილობით უკრაინული რევოლუციის ახალ ეტაპს ვიწყებთ!“ - განაცხადა იაროშმა დამოუკიდებლობის მოედანზე აქციის მსვლელობისას კიევში. „მემარჯვენე სექტორმა“ ასევე მოითხოვა რეფერენდუმის ჩატარება ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.