პუბლიკაციები
ქართველიშვილმა საქართველო დატოვა - სუს-ის მაღალჩინოსანი რუსეთში გაიქცა და დოკუმენტები წაიღო?!

1-karvel-aqtual-3საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. კონფიდენციალური წყაროსგან "პირველი რადიოსთვის" ცნობილი გახდა, რომ შსს-ს გაყოფის წინ, სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სააგენტოს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა ქართველიშვილმა საქართველო დატოვა. ის ახალგორის მხრიდან რუსეთში გადავიდა და ამჟამად მოსკოვში იმყოფება. წყაროს ინფორმაციით, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ოკუპირებულ ტერიტორიამდე ტაქსით მივიდა და საოკუპაციო ხაზი სამსახურეობრივი საბუთის ჩვენების შემდეგ გადალახა. ქართველ სამართალდამცველებს ქართველიშვილმა განუცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დავალებით გადადიოდა. წყაროს ცნობით, ქართველიშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე რუსეთში მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დოკუმენტები გადაიტანა. როგორც წყარო იტყობინება, უკვე დაკითხულია იმ ტაქსის მძღოლი, რომლითაც ქართველიშვილმა იმგზავრა და, სავარაუდოდ, დაკითხულნი არიან ქართველიშვილის ოჯახის წევრებიც.

წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ,,პირველი რადიო" შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.სამინისტროს გაყოფამდე სუს-ის უფროსი "ქართუ ბანკის" უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მირიან მჭედლიშვილი იყო.