უცხოეთი
„უკრნაფტამ“ სააკაშვილს ბოდიშის მოსახდელად ერთი კვირის ვადა მისცა

1-ukrn-zar-3-anსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. უდიდესი უკრაინული ნავთობმომპოვებელი კომპანია „უკრნაფტა“ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისგან ერთი კვირის განმავლობაში მის მიერ ტელეარხ „1+1“-ის ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას მოითხოვს იმის შესახებ, რომ „კომპანიამ 2014 წელს 80 მლრდ გრივნის ზარალი განიცადა", - იუწყება „უნიანი“ „უკრნაფტის“ განცხადებაზე დაყრდნობით.

ბატონი სააკაშვილის მიერ გავრცელებული ცნობა არა მარტო არ შეესაბამება სინამდვილეს, არამედ შეუსაბამოა მუშაობის რეალურ შედეგებთან. არსებულ სიტუაციაში ჩვენ იძულებული ვართ მივმართოთ მიხეილ სააკაშილს თხოვნით, ერთი კვირის ვადაში უარყოს მის მიერ გავცრელებული ცრუ ინფორმაცია ანდა დაასახელოს მის მიერ გახმოვანებული მონაცემების წყარო. პასუხის მიხედვით „უკრნაფტა“ უფლებას იტოვებს, სასამართლო სარჩელი მიმართოს იმ პირების მიმართ, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, ანდა ბატონი სააკაშვილის მიმართ“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„უკრნაფტაში“ აღნიშნავენ, რომ სინამდვილეში კომპანიის სუფთა მოგებამ 2014 წელს 4.495 მლრდ გრივნა შეადგინა.