აქტუალური
„საქართველოარჩეული კურსის ერთგულია და მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“ - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა

1-prem-aqtual-1-analitსაქართველო, 22 ივლისი, საქინფორმი. საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი  დონალდ ტუსკის პირისპირ შეხვედრაზე. მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე ისაუბრეს.

აღინიშნა, რომ  საგარეო გამოწვევების მიხედავად, საქართველო არჩეული კურსის ერთგულია და მტკიცედ ადგას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში სტუმრობისათვის, რაც ევროკავშირის მხარდაჭერის მკაფიო დასტურად შეაფასა.