უცხოეთი
სააკაშვილი: „პუტინი საჯაროდ მემუქრება მოკვლით!“

1saak-zar-3-anსაქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. უკლებლივ ყველასთან მუშაობის მზაობა, ვინც რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის გავლენას ძირს უთხრის, გამოთქვა ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა. ასეთი კომენტარი გაუკეთა მან თავის ფეისბუქ-გვერდზე რუსი ოპოზიციონერი მარია გაიდარის დანიშვნას თავისი თანაშემწის პოსტზე.

მე პირველმა გავუწიე შეიარაღებული წინააღმდეგობა პუტინს, რის გამოც დღემდე საჯაროდ მემუქრება მოკვლით. ჩემს გვერდით ვერასოდეს იმუშავებს ადამიანი, ვისაც თუნდაც ორაზროვანი პოზიცია აქვს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის თაობაზე. პირიქით, ყველაფერი, რაც ძირს უთხრის პუტინს, უკრაინისთვის სასარგებლოა და ჩვენს გამარჯვებას აახლოვებს“, - დაწერა სააკაშვილმა.