პუბლიკაციები
უნგრეთმა უკრაინისადმი თავის ტერიტორიული პრეტენზიების შესახებ განაცხადა

1ianoS-zar-2-anსაქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტის ხელმძღვანელმა იანოშ ლაზარმა სენსაციური განცხადება გააკეთა: უნგრეთის სპეცსამსახურები დიდი ხნის განმავლობაში ახორციელებენ ჯაშუშურ ოპერაციებს უკრაინის ტერიტორიაზე. „სიტუაცია უსაფრთხოების სფეროში არმოსავლეთ ევროპაში კარდინალურად შეიცვალა გასული წლის განმავლობაში. უნგრეთი ესაზღვრება ქვეყანას, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაშ იმყოფება და უნგრეთის აგენტურა კიევში ყველა ღონეს მიმართავს ბუდაპეშტის ინტერესების დასაცავად. ანალოგიურად მოქმედებენ რეგიონის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებიც“, - აღნიშნა იანოშ ლაზარმა.

მან დასძინა, რომ პირველად 25 წლის მანძილზე სპეცსამსახურები ატარებენ ოპერაციას ეთნიკური უნგრელების ინტერესების ღიად დასაცავად და ხშირად მათი ქმედებები კიევის ინტერესებსა და სურვილებს ეწინააღმდეგება. საუბრები იმაზე, რომ უნგრეთმა შესაძლოა ოდესღაც თავისი კუთვნილი ტერიტორიები მოითხოვოს, სადაც ძირითადად უნგრელები არიან დასახლებული, დიდი ხანია ხმამაღლა მიმდინარეობს.