“რაც შეეხება სამაჩაბლოს ტერიტორიაზე არსებულ ჩვენს ეკლესია-მონასტრებს, სამწუხაროდ, თირის მეთხუთმეტე საუკუნის უნიკალური ფრესკები ნაწილობრივ დაზიანდა. გადაკეთდა ცხინვალის ღვთისმშობლის ეკლესიაც. ისტორიული ღირებულების მქონე ძეგლებისადმი ასეთი დამოკიდებულება სირცხვილია ნებისმიერი საზოგადოებისთვის. აღნიშნულმა ფაქტებმა ცხინვალის ინტელიგენციაშიც უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია, რაც გვაძლევს იმედს იმისას, რომ საშიშროება, რომელიც სავარაუდოდ, ემუქრებოდა სხვა ქართულ ტაძრებსაც (იკორთა, პარმას, ყანჩაეთს, გომართას) რეალობად არ იქცევა. ამასთან, ჩვენ ვთხოვთ იუნესკოს საერთაშორისო ორგანიზაციას დაგვეხმარონ, რათა ჩვენს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე არსებულ ეკლესია-მონასტრებზე ზედამხედველობა გასწიონ, რათა მსგავსი ქმედებები აღიკვეთოს”, – განაცხადა, კერძოდ, მეუფე ანდრიამ.
http://www.ambioni.ge/saqartvelos-sapatriarqo-iuneskos-mimartavs