რელიგია
„ასეთი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია“ - საპატრიარქო

1sapatr-sazog-2-relig-1საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საპატრიარქო საოკუპაციო ხაზთან განვითარებულ მოვლენებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დიდ შეცდომად აფასებს.
საპატრიარქოს სახელით განცხადება 14 ივლისს გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრია გვაზავამ გააკეთა.

ცნობილი გახდა, რომ ახლახანს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან არსებულ დე ფაქტო საზღვრის ხაზი კვლავ გადმოიწია. ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის მიტაცების უკვე მერამდენე მცდელობაა. ასეთი ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში დიდ შეცდომად და ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა, რომ საქართველომ შეძლოს თავი დაიცვას მსგავსი შემოტევებისგან”, – ნათქვამია, კერძოდ, საპატრიარქოს განცხადებაში.

http://www.ambioni.ge/aseti-nabijebi-ruset-saqartvelos-urtierobasi-didi-secdomad-da-yovlad-miureblad-migvacnia