აქტუალური
თინათინ ხიდაშელი: „ქვეყნისთვის ეს ხელშეკრულება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც თავდაცვისუნარიანობის გამყარების, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში

1dogovor-aqtual-3საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა პარლამენტში, ნდობის ჯგუფის ფორმატში, დეპუტატებს საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემის თავდაცვისუნარიანობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების დეტალები გააცნო.

ვფიქრობ, რომ ყველა კითხვას ამომწურავად გავეცით პასუხი. ყველა დამშვიდდება და დაწყნარდება ამის შემდეგ. ძალიან სერიოზული ხელშეკრულება დავდეთ. ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯია, როგორც თავდაცვისუნარიანობის გამყარების, ასევე ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის  განცხადებით, საჰაერო  სისტემის თავდაცვისუნარიანობის  საკითხზე საფრანგეთთან  გაფორმებული ხელშეკრულებები  საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში ახალ შესაძლებლობებს უჩენს.

საკანონმდებლო ორგანოში თინათინ ხიდაშელთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მინისტრის მოადგილეები - დავით ებრალიძე და ბესიკ ლოლაძე იმყოფებოდნენ.

საჰაერო სისტემის თავდაცვისუნარიანობის საკითხზე საფრანგეთთან პირველი ხელშეკრულება - 15 ივნისს, მეორე კი 10 ივლისს გაფორმდა.