აქტუალური
წყალტუბოს ცენტრალურ პარკში 3-სართულიანი, უახლესი აპარატურით აღჭურვილი, საერთაშორისო სტანდარტების ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

1-cxal-akt-2-mtსაქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. გახსნის ცერემონიას პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
ბალნეოლოგიური ცენტრი უნიკალურია წყალტუბოსთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის ბადრი კაკაბაძეს და მის ოჯახს. პროექტში დაიხარჯა 5 მილიონი ლარი. ცენტრი აშენდა ქართული სამშენებლო მასალებით და აქ დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. წყალტუბო არის უნიკალური, ის იბრუნებს იმ ისტორიულ ფუნქციას, რომელიც მას ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა მინიჭებული",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბალნეოლოგიურ–სარეაბილიტაციო ცენტრი დღეში 300-500 პაციენტს მოემსახურება.

ცენტრის მშენებლობა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო. ყოველდღიურად, სხვადასხვა სამუშაოებზე დასაქმებული იყო 100 ადამიანი.

1-cxal-akt-2-1 1-cxal-akt-2-2
1-cxal-akt-2-3 1-cxal-akt-2-4
1-cxal-akt-2-5 1-cxal-akt-2-6
1-cxal-akt-2-7 1-cxal-akt-2-8