აქტუალური
„დესტრუქციული ძალები თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, განსაკუთრებით ძაბავენ სიტუაციას“! - პრემიერი ღარიბაშვილი

1andro-aqtual-1-analit-5საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობენ განსაკუთრებით დაძაბონ სიტუაცია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყების წინ.

„ასეთი პროვოკაციებით, ეს ადამიანები ვერაფერს მიაღწევენ. ისეთი ავანტიურისტები, როგორიცაა "თავისუფალი ზონა", ანდრო ბარნოვი და სხვები, არიან ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები და ძაბავენ მოსახლეობას. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ მთავრობა აგრძელებს კონსტრუქციულ პოლიტიკას და ამას ხელს ვერავინ შეუშლის. შიდა დესტრუქციული ძალები ვერ შეგვაჩერებენ, რომლებიც განსაკუთრებით ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ძაბავენ სიტუაციას", - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას (ვიდეო იხ. აქ). მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის აშკარა, მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, რომელიც არის დასჯადი.