ამერიკელი პოლიტოლოგი სკოტ მაკკონელი: „აშშ რუსეთისგან მტერს ქმნის, რათა საკუთარი მნიშვნელობა შეიგრძნოს“
![1-skot-zar-3-an](images/stories/0-AA1/1-skot-zar-3-an.jpg)
საქართველო, 17 ივლისი,
საქინფორმი. იმ დროს, როცა
ბარაქ ობამა ირანს ურიგდება, აშშ რუსეთთან კონფლიქტში ერთვება, მხარს უჭერს უკრაინელ ნეონაცისტებს და ჩეჩენ ისლამისტებს. გამოცემა „
American Conservative“-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, ამერიკელი პოლიტოლოგი
სკოტ მაკკონელის აზრით, „იმისათვის, რომ შეიგრძნოს საკუთარი მნიშვნელოვნება“ და დამალოს ეთნიკურშორისი წინააღმდეგობანი აშშ-ში, ვაშინგტონი საგანგებოდ ქმნის გარეშე მტერს მოსკოვის სახით.
ჯერ კიდევ 1997 წელს ცნობილი სოციოლოგი და პოლიტოლოგი სემუელ ჰანტინგტონი წერდა, რომ ამერიკას შესაძლოა გარეშე მტერი დასჭირდეს შიდა განხეთქილების დასაძლევად.