აქტუალური
ვალერი ხაბურძანია: “მაინტერესებს, რატომ არ ჩამოართვეს სააკაშვილს, ზღულაძეს, საყვარელიძეს და სხვებს საქართველოს მოქალაქეობა?!“

1-kaburZania-aqtual-3საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ „კვირის ქრონიკას" ვალერი ხაბურძანიამ განუცხადა. უშიშროების ყოფილი მინისტრის თქმით, დასახელებული პირები გაუგებარი პრივილეგიებით სარგებლობენ.

მაგალითად, მე მთავაზობენ ტობაგოს მოქალაქეობას და ვერ ვიღებ. მე, ვალერი ხაბურძანიას, საქართველოს კონსტიტუცია მეუბნება, ორმაგი მოქალაქეობა არ შეიძლებაო. ესენი ვინ არიან, რომ ასეთი პრივილეგიებით სარგებლობენ?!" - განაცხადა ხაბურძანიამ.

წყარო: გაზეთი „კვირის ქრონიკა"