შსს-მ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

საქართველო, 16 ივლისი,
საქინფორმი. შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა
ნიკა შ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში დააკავეს. ბრალდებულმა ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,
გიორგი ბ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.