აქტუალური
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის მთავარსარდალს საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულებების დეტალები პრეზიდენტის სასახლეში გააცნო

1tiniko-aqtual-2საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. თავდაცვისუნარიანობის საკითხზე პარიზში ხელმოწერილ დოკუმენტებზე საუბარს თინათინ ხიდაშელთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მინისტრის მოადგილე დავით ებრალიძე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი დავით აბრამიშვილი და საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაური ლევან ილურიძე დაესწრნენ.

მთავარსარდალს დეტალურად გავაცანით საფრანგეთთან გაფორმებული ორივე ხელშეკრულება. ასევე,  გეგმა,  რომელზეც  უკვე დავიწყეთ მუშაობა, ერთი მხრივ, თავდაცვის სამინისტროში და, მეორე მხრივ, თავად ფრანგულ კომპანიებთან, იმ შესაძლებლობების მეტად გასაფართოებლად, რაც ქართულ სახელმწიფოს თავდაცვისუნარიანობის გასამყარებლად სჭირდება. მთავარსარდლისგან  კონსულტაციები მივიღეთ. ბუნებრივია, ამ კონსულტაციების გარეშე ამგვარ საკითხზე შემდგომი მოლაპარაკებების დაწყება არ იქნება მართებული. მინისტრი, მთავარსარდალი და პრემიერ-მინისტრი ვთანხმდებით, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა გაცილებით მყარი, ძლიერი და ნატოსთან თავსებადი  საერთაშორისო თავდაცვისუნარიანობის სისტემის შემადგენელი კომპონენტი ხდება. ამ გზაზე კიდევ ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი, რასაც ყველა ერთობლივად  უჭერს მხარს“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა.